დარტყმა "ბელაიას" აეროდრომზე - სოცქსელში განადგურებული თვითმფრინავების პირველი სატელიტური სურათები გამოჩნდა

ინტერნეტში გამოჩნდა რუსეთის ირკუტსკის ოლქში "ბელაიას" საჰაერო ბაზის პირველი სატელიტური ფოტოები უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმის შემდეგ. სურათებზე ჩანს საჰაერო ბაზის დაზიანება, რაც ადასტურებს Tu-95MS და Tu-22M3 თვითმფრინავების განადგურებას.
სატელიტური სურათი (sar) OSINT-ის ანალიტიკოსმა კრის ბიგერსმა X ქსელის გვერდზე 2 ივნისის ღამეს გამოაქვეყნა.
სურათზე ჩანს, რომ თავდასხმის შედეგად, სავარაუდოდ, განადგურდა 4 ტუ-22მ3 და 3 ტუ-95მს, დაზიანდა ერთი ტუ-95მს.
"კარგად შესრულებული ოპერაციის შესანიშნავი წარმატება", - აღნიშნავს ანალიტიკოსი.