აშშ-ში კაცმა ისრაელელი მძევლების მხარდასაჭერი მარშის მონაწილეების დაწვა სცადა

ამერიკის შტატ კოლორადოში, ქალაქ ბოულდერში, კაცმა, სახელად მუჰამედ საბრი სოლიმანმ ღაზაში ისრაელელი მძევლების მხარდასაჭერი მარშის მონაწილეებს აალებადი სითხით სავსე ბოთლები ესროლა. ამასთან, თავდამსხმელი „თავისუფლება პალესტინას!“ სკანდირებდა.
თავდასხმის შედეგად დამწვრობა ექვსმა ადამიანმა მიიღო. FBI-მ, რომელმაც მამაკაცის სახელი გაასაჯაროა, განაცხადა, რომ დანაშაულს ტერორისტულ თავდასხმად განიხილავს. FBI-ს სპეციალურმა აგენტმა მარკ მიქალეკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაკავებული მამაკაცი მოჰამედ საბრი სოლიმანი 45 წლისაა.
FBI-ის დირექტორმა კეშ პატელმა თქვა, რომ ეს იყო მიზანმიმართული ტერორისტული თავდასხმა, თუმცა, მისი თქმით, დაკავებულის მოტივებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.