სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი გაიმართება

02.06.25 10:25
სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი გაიმართება

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მორიგი მოლაპარაკებები დღეს, 2 ივნისს, სტამბოლში 13:00 საათზე გაიმართება.

ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

მოლაპარაკებების ადგილი უკვე განსაზღვრულია – შეხვედრა ჩატარდება მდიდრულ „ჩირაგანის სასახლეში“, რომელიც დღეს ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ ფუნქციონირებს ბოსფორის სანაპიროზე.

პროპაგანდისტული მედიების ცნობით, რუსეთის დელეგაცია უკვე გაემგზავრა თურქეთში.

შაბათს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.

მისი თქმით, უკრაინელები სტამბოლში მიემგზავრებიან რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გასამართად.

შეგახსენებთ, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 16 მაისს გაიმართა, რომლის შედეგადაც მხარეებს შორის 1 000 1000-ზე პრინციპით მასშტაბური ტყვეების გაცვლა მოხდა.

მსგავსი სიახლეები