სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი დაიწყო
სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი დაიწყო. დელეგაციების წევრები ერთმანეთს ჩიგარანის სასახლეში ხვდებიან.
უკრაინული მხარე გეგმავს, მოლაპარაკებებზე რამდენიმე საკითხი დააყენოს:
- სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა;
- პატიმრების გათავისუფლება;
- გატაცებული ბავშვების დაბრუნება.
რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები ერთმანეთს 2022 წლის შემდეგ პირველად 16 მაისს სტამბოლში შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ მათ 1000-1000 ტყვე გაცვალეს.
ჯერჯერობით უცნობია, იქონიებს თუ არა აღნიშნულ მოლაპარაკებებზე გუშინდელი ფაქტი, როდესაც უკრაინამ რუსეთის აეროდრომებზე მასირებული იერიშები მიიტანა.