რუსული და უკრაინული დელეგაციები მძიმედ დაჭრილი და დაავადებული ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ

02.06.25 19:32
რუსული და უკრაინული დელეგაციები მძიმედ დაჭრილი და დაავადებული ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ ემუროვის განცხადებით, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინა და რუსეთი მძიმედ დაჭრილი და მძიმე დაავადებული სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. 

რუსტემ ემუროვის თქმით, უკრაინის დელეგაციამ რუსულ მხარეს ლიდერების დონეზე აუდიენცია შესთავაზა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესაძლო მონაწილეობით.

ჩვენ მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო ტყვეების „ყველა ყველას სანაცვლოდ“ გაცვლის შესახებ შევთანხმდით. მეორე კატეგორია კი 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდა სამხედროებია. ასევე, ჩვენ შევთანხმდით დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების „6000-6000-ზე“ დაბრუნების შესახებ...

მიგვაჩნია, რომ დელეგაციებს შორის შემდგომ მუშაობას აზრი აქვს, თუ მისი მიზანი ლიდერების დონეზე შეხვედრის მომზადება იქნება. ჩვენ რუსულ მხარეს შევთავაზეთ, რომ ლიდერების დონეზე შეხვედრა ამ თვის ბოლომდე, 20 ივნისიდან 30 ივნისამდე გაიმართოს. ეს მოლაპარაკებების პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,-აღნიშნა უმეროვმა.

მსგავსი სიახლეები