ანალენა ბერბოკი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს

გაეროს გენერალური ასამბლეის ახალ პრეზიდენტად ანალენა ბერბოკი აირჩიეს. ფარული კენჭისყრის შედეგად, გერმანიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ხმა 167-მა სახელმწიფომ მისცა.
Deutsche Welle წერს, რომ კენჭისყრის დროს მხოლოდ რუსეთმა გამოთქვა უარყოფითი დამოკიდებულება ბერბოკის კანდიდატურის მიმართ.
ცნობისთვის, ანალენა ბერბოკი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად 9 სექტემბერს დაიკავებს.
- გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს ერთწლიანი ვადით ირჩევენ, როგორც წესი, ეს ცერემონიალური ხასიათისაა, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საერთაშორისო დიპლომატიაზე.