ტრამპი პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზად არის, თუ საქმე აქამდე მივა - თეთრი სახლის პრესსპიკერი

დონალდ ტრამპი თურქეთში ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზად არის, თუ საქმე აქამდე მივა, - ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზების შესახებ.
თეთრი სახლის პრესსპიკერს კითხვა რუსულ აეროდრომებზე უკრაინის მიერ განხორციელებულ იერიშთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის რეაქციის შესახებაც დაუსვეს, რაზეც მან უპასუხა, რომ ტრამპის მთავარი სურვილი ომი დასრულებაა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამისთვის მზად არის, თუ საქმე აქამდე მივა, მაგრამ მას სურს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე და ორივე ლიდერი მივიდეს...
მისი რეაქცია ის არის, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ეს ომი ორივე მხრიდან სასტიკია და ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. პრეზიდენტს სურს, რომ ეს ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდეს და მან ამის შესახებ ორივე ლიდერს, როგორც საჯაროდ, ისე პირადად განუცხადა", - განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.