ძლიერი მიწისძვრა თურქეთში - დაიღუპა ერთი მოზარდი, დაშავდა 70-მდე ადამიანი

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში - თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 3 ივნისს 02:17 საათზე მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 5,8 მაგნიტუდას შეადგენდა.
პიცენტრი იყო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქი მარმარისი იყო. მარმარისში მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. ძლიერი ბიძგი იგრძნობოდა საბერძნეთის კუნძულ როდოსზეც.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, პანიკური შეტევის შედეგად 14 წლის ბიჭი გარდაიცვალა. პანიკის და მაღალი სართულებიდან გადმოხტომის შედეგად მიღებული ტრავმების გამო სამედიცინო დახმარება 69 ადამიანს დასჭირდა.