თავხედი ხალხია, მაგრამ დღეს გაცილებით მოკრძალებულად იქცეოდნენ - ზელენსკი რუსულ დელეგაციაზე
თავხედი ხალხია, მაგრამ დღეს გაცილებით მოკრძალებულად იქცეოდნენ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტამბოლში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ რუსეთის დელეგაციაზე განაცხადა.
იქნებ კიდევ რამდენიმე ღონისძიებაა საჭირო და ეცდებიან, მოიქცნენ ადამიანებივით - თქვა ზელენსკიმ.
„რუსეთის დელეგაცია, როგორც მითხრეს, ცოტა უფრო მშვიდად იქცეოდა, ვიდრე ადრე, მაგრამ თავხედობა... იცით, რა არის... ამიტომ, თავხედი ხალხია. ცოტა უფრო მოკრძალებულად იქცეოდნენ. ვნახოთ, იქნებ კიდევ რამდენიმე ღონისძიება იყოს საჭირო და შემდეგ ისინი ეცდებიან, როგორც ადამიანები, ისე მოიქცნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.