3 დაღუპული და 20 დაჭრილი - რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქ სუმის დაარტყეს

03.06.25 13:33
3 დაღუპული და 20 დაჭრილი - რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქ სუმის დაარტყეს

3 დაღუპული და 20 დაჭრილი - რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქ სუმის დაარტყეს.  ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაშავებულებს შორის რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.

სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად სამედიცინო დაწესებულება, ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. ადგილზე მაშველები და ექიმები მუშაობენ.

წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის მიერ იერიში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით განხორციელდა