უკრაინის დელეგაცია ვაშინგტონში ჩავიდა
უკრაინის დელეგაცია დღეს ვაშინგტონში ჩავიდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, რომელიც დელეგაციის წევრია ვიზიტთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ისინი შეხვდებიან დონალდ ტრამპის გუნდის წევრებს. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორის რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებაც იქნება.
- ჯგუფს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო ხელმძღვანელობს, მასში შედიან უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გუნდის წევრები.
ჩვენი დღის წესრიგი საკმაოდ ყოვლისმომცველია. ვგეგმავთ თავდაცვის მხარდაჭერასა და ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე საუბარს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, კერძოდ, სენატორ გრეჰემის კანონპროექტს. ასევე განვიხილავთ რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც ადრე მოვაწერეთ ხელი.
ასევე - რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხსა და ამ პროცესის მხარდაჭერაზე.
ასევე განვიხილავთ ეკლესიის საკითხებთან დაკავშირებულ რუსულ პროპაგანდას.
იქნება მრავალი შეხვედრა ორივე მხარის წარმომადგენლებთან, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდს.
ვისაუბრებთ სტამბოლში გამართული შეხვედრების შედეგებზე, ასევე იმაზე, თუ როგორ აჭიანურებს რუსეთი დროს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის გულისთვის მოლაპარაკებების საკითხში", - წერს ერმაკი.