სპეცოპერაცია "აბლაბუდა" - NYT-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, განადგურებულია 20 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი
სპეცოპერაცია "აბლაბუდა" - The New York Times ამერიკელ და ევროპელ უსაფრთხოების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ იერიშის შედეგად, შესაძლოა, 20 რუსული სტრატეგიული თვითმფრინავი იყოს განადგურებული ან მძიმედ დაზიანებული.
ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთის დანაკარგებს შორისაა ექვსი Tu-95 და ოთხი Tu-22M ტიპის შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული ბომბდამშენი, ასევე A-50 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებიც საჰაერო თავდაცვისა და მართვადი რაკეტების აღმოსაჩენად გამოიყენება.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ისინი ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მნიშვნელოვან საპასუხო დარტყმებს მიიტანდა. აშშ-ს დაზვერვას ჯერჯერობით არ დაუდგენია, თუ რა ტიპის საპასუხო შეტევას გეგმავს რუსეთი, თუმცა, ოფიციალური პირები თვლიან, რომ მოსკოვს შეუძლია განაახლოს დარტყმები სამოქალაქო სამიზნეებზე, დაარტყას ენერგოსისტემას ან დაიწყოს საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტებით დარტყმების ახალი ტალღები.