უკრაინის შს მინისტრის ცნობით, რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმას სამი მაშველი ემსხვერპლა

06.06.25 12:44
უკრაინის შს მინისტრის ცნობით, რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმას სამი მაშველი ემსხვერპლა

კიევში რუსეთის მიერ ღამის განხორციელებული დარტყმების შედეგების ლიკვიდაციის დროს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სამი მაშველი დაიღუპა და 9 დაშავდა.

ინფორმაციას უკრაინული მედია  ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, “არის მძიმე შემთხვევები, ექიმები მათი სიცოცხლისთვის იბრძვიან“.

კიევში, მტრის თავდასხმების შედეგების ლიკვიდაციის დროს, საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამი მაშველი დაიღუპა. ისინი დაბომბვის ქვეშ მუშაობდნენ ხალხის დასახმარებლად. დაშავდა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის კიდევ 9 თანამშრომელი. არის მძიმე შემთხვევები, ექიმები მათი სიცოცხლისთვის იბრძვიან“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები