ერთი დაღუპული და 26 მძიმედ დაშავებული - ქალაქ კონიაში სამგზავრო ავტობუსი თხრილში გადავარდა

07.06.25 10:20
ერთი დაღუპული და 26 მძიმედ დაშავებული - ქალაქ კონიაში სამგზავრო ავტობუსი თხრილში გადავარდა

ერთი ადამიანი დაიღუპა, 26 კი მძიმედ დაშავდა თურქეთში ავტოავარიის შედეგად. ქალაქ კონიაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.

რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად არის შეფასებული. მომხდარის მიზეზი უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი სიახლეები