ბავშვებზე ძალადობის საქმე - ინტერპოლმა 12 ქვეყანაში 20 ადამიანი დააკავა

ბავშვებზე ძალადობის საქმე - 12 ქვეყანაში 20 ადამიანია დაკავებული. მასშტაბური საერთაშორისო სპეცოპერაცია ინტერპოლმა ევროპასა და ამერიკაში ჩაატარა.
ბრალდებულ პირებს შორის ერთი მასწავლებელია და ერთი ჯანდაცვის მუშაკია, რომელიც არსებული ინფორმაციით, მოზარდებზე სექსუალური ძალადობის შემცველ მასალებს ონლაინ პლატფორმებზე აზიარებდა.
გამოძიების მიხედვით, ჯანდაცვის მუშაკი, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ ევროპაში უხდიდა ფულს სექსუალური ხასიათის ფოტოებისათვის, მასწავლებელი კი ბრალდებულია ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემცველი მასალის სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის საშუალებით გაზიარებაში.
ოპერაცია, რომელსაც ესპანეთის პოლიცია ხელმძღვანელობდა, გასული წლის ბოლოს მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციის თანამშრომლებმა გამოავლინეს ონლაინ შეტყობინებების ჯგუფები, რომლებიც ავრცელებდნენ ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციის სურათებს.
ლათინური ამერიკის ხელისუფლებამ შვიდ ქვეყანაში 10 ეჭვმიტანილი დააკავა, მათ შორის სამი სალვადორში და ერთი მასწავლებელი პანამაში. დანარჩენი ეჭვმიტანილები ევროპის სხვა ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში დააკავეს.
ინტერპოლის ცნობით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია კიდევ 68 ეჭვმიტანილი და გამოძიება გრძელდება.