მედია: კანადამ უკრაინისთვის 25.5 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტი გამოაცხადა

07.06.25 17:21
მედია: კანადამ უკრაინისთვის 25.5 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტი გამოაცხადა

კანადის თავდაცვის მინისტრმა, დევიდ მაკგინტიმ ომში მყოფი უკრაინისთვის 35 მილიონი კანადურ დოლარზე (დაახლოებით 25.5 მილიონი აშშ დოლარი) მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

უკრაინული მედიის ცნობით, მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის "რამშტაინის" ფორმატში გამართულ 28-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ 30 მილიონი კანადური დოლარი Coyote-ისა და Bison-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების, კანადური კომპანიების მიერ წარმოებული ახალი აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის შეძენაზე დაიხარჯება.

კანადის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, დარჩენილი 5 მილიონი კანადური დოლარი კანადის თავდაცვის ინდუსტრიის მიერ წარმოებულ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების შეძენას მოხმარდება.

მსგავსი სიახლეები