ხარკოვში დაღუპულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა, ეს ტერორიზმია - ზელენსკი

ხარკოვში დაღუპულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა სამოქალაქო სექტორზე რუსეთის თავდასხმები "ტერორიზმად" შეაფასა.
მორიგი სასტიკი მკვლელობა. საჰაერო თავდასხმები სამოქალაქო სექტორზე განხორციელდა. იქვე, ახლოს საბავშო რკინიგზაც კია. ამას არანაირი სამხედრო ამოცანა არ ჰქონია. სუფთა ტერორიზმია და ეს სრულმასშტაბიანი ომი უკვე სამ წელზე მეტია გრძელდება. ამის იგნორირება არ შეიძლება, არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა. ეს არაა თამაში. ყოველდღიურად ვკარგავთ ჩენ ხალხს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთიდ ასუჯელობას გრძნობს. მკაცრად უნდა ვაილოთ რუსეთი, დაიცვას მშვიდობა, - განაცხადა ზელენსკიმ.
7 ივნისს რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ქალაქის შევჩენკოვსკის რაიონში ბავშვთა რკინიგზის შენობა დაზიანდა. კიევის რაიონში კი კერძო საცხოვრებელი შენობა დაიბომბა.