კოლუმბიაში სენატორსა და პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს ესროლეს - მისი მდგომარეობა კრიტიკულია

კოლუმბიაში სენატორსა და პოტენციურ პრეზიდენტობის კანდიდატს ესროლეს. როგორც „ლურჯი რადიო“ იტყობინება, მიგელ ურიბე ტურბაი ამომრჩევლებთან დაგეგმილ საარჩევნო შეხვედრას მართავდა, რა დროსაც სამი გასროლა მოხდა. ერთ-ერთი ტყვია სწორედ მიგელ ურბიეს მოხვდა. ის კრიტიკულ მადგომარეობაშია.
პოლიტიკოსის გარდა, კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა. „ლა ნასიონ“ ასევე წერს, რომ თავდასხმა 15 წლის მოზარდმა განახორციელა.
კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა პედრო სანჩესმა მომხდარს ქვეყანასა და დემოკრატიაზე თავდასხმა უწოდა. მან აღნიშნა, რომ მალე გაიმართება შეხვედრა არმიისა და პოლიციის ხელმძღვანელობასთან. თავდასხმა ასევე დაგმეს კოლუმბიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ და კონგრესმა, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.