რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა დაიწყო

09.06.25 19:23
რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა დაიწყო

რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა დაიწყო -  ამ შეთანხმებას მხარეებმა სტამბოლის მოლაპარაკებების ფარგლებში მიაღწიეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი განცხადებებს ავრცელებენ.

ზელენსკის ცნობით, გაცვლა მომდევნო დღეების განმავლობაში "რამდენიმე ეტაპად" განვითარდება.

"უკრაინელები რუსული ტყვეობიდან სახლში ბრუნდებიან. დღეს დაიწყო გაცვლა, რომელიც მომდევნო დღეებში რამდენიმე ეტაპად გაგრძელდება... პროცესი საკმაოდ რთულია, მრავალი სენსიტიური დეტალია, მოლაპარაკებები ფაქტობრივად ყოველდღე მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ სტამბოლში შეხვედრის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები ჰუმანიტარულ საკითხებზე ბოლომდე იქნება რეალიზებული. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ყველა დავიბრუნოთ. ამისთვის ყველა დონეზე ვმუშაობთ". - წერს ზელენსკი. 

გათავისუფლებული უკრაინელების საბოლოო რიცხვი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პროცესის დასრულების შემდეგ გასაჯაროვდება.

ცნობილია, რომ გაცვლის ამ ეტაპზე ტყვეობიდან 25-წლამდე ახალგაზრდა სამხედროები თავისუფლდებიან.

მსგავსი სიახლეები