რუსებმა კიევს და ოდესას დაარტყეს - არის მსხვერპლი

10.06.25 10:08
რუსებმა კიევს და ოდესას დაარტყეს - არის მსხვერპლი

უკრაინაზე ისევ მასირებული შეტევა იყო - კიევზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. ქალაქის ექვს რაიონში ნგრევა დაფიქსირდა და ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, არიან დაშავებულები.

„დედაქალაქს კვლავ დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენი აპარატები უახლოვდება. დარჩით თავშესაფრებში“, - განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

ამასთან, 10 ივნისის ღამეს რუსებმა ოდესაში სამშობიარო სახლს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტს და საცხოვრებელ შენობებს დაარტყეს. 

დილის ათის ნახევრისთვის ოდესის საოლქო პროკურატურის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ რუსული დრონებით შეტევის შედეგად ოდესაში ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა.

მსგავსი სიახლეები