დაჭრილი სამხედროების პირველი ჯგუფი რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში დაბრუნდა

10.06.25 19:54
დაჭრილი სამხედროების პირველი ჯგუფი რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში დაბრუნდა

უკრაინამ დაჭრილი და მძიმედ დაჭრილი სამხედროების პირველი ჯგუფი დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

მისი თქმით, ტყვეობიდან დაბრუნებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ტრანსპორტის სპეციალური სახელმწიფო სამსახურის მებრძოლები.

ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის დაბრუნებას, რაზეც სტამბოლში შევთანხმდით. დღეს - ჩვენი მძიმედ დაჭრილები და დაჭრილი მებრძოლების რუსული ტყვეობიდან დაბრუნების პირველი ეტაპი. ყველა მათგანი დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. ეს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული აქტია”, - წერს ზელენსკი.

“გაცვლა უნდა გაგრძელდეს. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ვიპოვოთ და დავაბრუნოთ ყველა კაცი და ქალი, ვინც ტყვეობაშია. ყველასი მადლობელი ვარ, ვინც გვეხმარება,” - წერს ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები