ინდოეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 240 ადამიანი იმყოფებოდა

ინდოეთის დასავლეთში, გუჯარათის შტატის ქალაქ აჰმედაბადის აეროპორტთან ავიაკომპანია Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა - ბოინგ 787 აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.
ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს ინფორმაციით, თვითმფრინავში, რომელიც აჰმედაბადი-ლონდონის რეისს ასრულებდა, 230 მგზავრი, 2 პილოტი და 10 ბორტგამცილებელი იმყოფებოდა.
ავიაკომპანია Air India-ს ინფორმაციით, ბორტზე მყოფი მგზავრებიდან 169 ინდოეთის მოქალაქეა, 53 დიდი ბრიტანეთის, 7 პორტუგალიის და 1 კანადის. ავიაკომპანიის თანახმად, დაზარალებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. Air India მათ რიცხვს არ აკონკრეტებს.
მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ძლიერი კვამლი. რაიონში, სადაც კატასტროფა მოხდა, მაშველები მუშაობენ.
ავიაკომპანია აცხადებს, რომ ინციდენტის გამოსაძიებლად ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.