ისრაელმა ირანს დაარტყა - სამიზნე ბირთვული ობიექტები იყო

13.06.25 09:55
ისრაელმა ირანს დაარტყა - სამიზნე ბირთვული ობიექტები იყო

 

13 ივნისის ღამეს ისრაელის არმიამ ირანში ბირთვულ ობიექტებს შეუტია. წინასწარი შეფასებით, პირველი დარტყმა ირანისთვის მოულოდნელი იყო როგორც მასშტაბით, ასევე გეოგრაფიულად.

დარტყმულ სამიზნეებს შორის იყო სამეთაურო დონის სამიზნეები, მეთაურები, სამხედრო ობიექტები, შტაბ-ბინები და ბირთვული ობიექტები.

არსებობს ვარაუდი, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის პირველი დარტყმების შედეგად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური, ჰოსეინ სალამი დაიღუპა.

ისრაელის თავდასხმის დროს შესაძლოა, სხვა ირანელი სამხედრო ლიდერები და წამყვანი ბირთვული მეცნიერებიც დაიღუპნენ, - განაცხადა IDF-ის წარმომადგენელმა.

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, აღიარა ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო და ბირთვული მეცნიერის დაღუპვა და გააფრთხილა ისრაელი „მწარე და მტკივნეული“ შედეგების შესახებ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი ირანზე საჰაერო დარტყმების პირველ სერიას წარმატებული უწოდა.

მსგავსი სიახლეები