ირანში გუშაგთა კორპუსის მეთაურის, გენერალ სალამის სიკვდილს ადასტურებენ

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კორპუსის მეთაურის, გენერალი ჰოსეინ სალამის სიკვდილს ადასტურებს.
- ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ირანის შეიარაღებული ძალების ელიტური ქვედანაყოფია, რომელიც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ შეიქმნა.
BBC-ს ცნობით, გუშაგთა კორპუსის განცხადებაში, რომელიც ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ ისრაელის მოქმედება უპასუხოდ არ დარჩება და მას შურისძიება ელოდება.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ისრაელის დარტყმების შედეგად, სავარაუდოდ, დაიღუპა ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამად ბაღერიც.
ისრაელის თავდაცვის არმიის ოფიციალური წარმომადგენელის, თადარიგის გენერალის, ეფი დეფრინის თქმით, ირანზე ისრაელის პირველ შეტევაში, რომელიც დღეს, 13 ივნისს გამთენიისას განხორციელდა, ჩართული იყო ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების 200-ზე მეტი თვითმფრინავი.
ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელის გამანადგურებლებმა ირანის ტერიტორიაზე 330-ზე მეტი საბრძოლო მასალით დაარტყეს 100-ზე მეტ სამიზნეს - სამხედრო და ბირთვული პროგრამის ობიექტებს.