„ლომის გამოღვიძება“ - ისრაელმა ირანში სრულმასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო

შუაღამის 03:00 საათზე სპეციალური ოპერაცია „ლომის გამოღვიძება“ დაიწყო. ისრაელის სრულმასშსშტაბია ოპერაცია ირანში - თავდასხმა 6 სამხედრო ბაზაზე და ბირთვულ ობიექტებზე ამ დრომდე გრძელდება. ლიკვიდირებულია ბირთვულ იარაღზე მომუშავე 6 მთავარი მეცნიერი და ირანის უმაღლესი თანამდებობის სამხედრო პირები, მათ შორის, აიათოლას მრჩეველი. ბოლო იერიში ნათანზში განხორციელდა, დაზიანებულია ურანის გამამდიდრებელი - ირანში ყველაზე დაცული ობიექტი.
ნათანზში ირანი წლების განმავლობაში ბირთვული იარაღის შესაქმნელად მუშაობდა. სწორედ ეს არის ურანის მარაგის მთავარი წყარო. ისრაელის თავდაცვის ძალების თავდასხმა განხორციელდა თავრიზის სამხედრო საჰაერო ბაზაზე.
მთავარი მიზანი ისრაელისთვის სწორედ ირანის ბირთვული პროგრამაზე თავდასხმაა. "ოპერაცია ჯერ მხოლოდ ახლა იწყება" - ასეთია თავდაცვის ძალების ანონსი. შუაღამიდან ირანის მიმართულებით ისრაელმა 200 მოიერიშე თვითმფრინავი გაუშვა, 100-ზე მეტი სამიზნე განადგურებულია. ლიკვიდირებულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური და უმაღლესი პირი. საპასუხოდ ირანიდან და ერაყიდან ისრაელის მიმართლებით 100 დრონი გაუშვეს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.