მედია: ისრაელმა ირანზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა - აფეთქებებია ფორდოვის ბირთვულ ობიექტზე
ისრაელის მორიგი სარაკეტო იერიში ირანზე - The Jerusalem Post ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ფორდოვის ბირთვულ ობიექტს დაარტყეს.
ამის პარალელურად, ირანული მედია ადასტურებს, რომ თეირანზე მიტანილი ახალი საჰაერო დარტყმების შედეგად, ირანის მასშტაბით საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.
მედიის ცნობით, თავდაცვითმა სისტემებმა დედაქალაქის სამხრეთისაკენ მიმართული რაკეტების განადგურება მოახერხეს. რაც შეეხება დასავლეთ თეირანს, მედია წერს, რომ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
IRIB-ის ცნობით, ისრაელის სამიზნედ ასევე იქცა თეირანთან ახლოსმდებარე ქალაქი ქარაჯი.