ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ დარტყმების შესახებ წინასწარ იცოდა - ნეთანიაჰუ

13.06.25 21:50
ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ დარტყმების შესახებ წინასწარ იცოდა - ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციაში იმყოფებოდა და ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ დარტყმების შესახებ წინასწარ იცოდა.

წინასწარ ვუთხარით მათ, დარტყმის შესახებ იცოდნენ. ახლა რას გააკეთებენ, პრეზიდენტ ტრამპს ვუტოვებ, ის დამოუკიდებლად იღებს თავის გადაწყვეტილებებს… მის მაგივრად არ ვილაპარაკებ. ის ძალიან დამაჯერებლად და მყარად საუბრობს და თქვა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს, [ურანის] გამდიდრების შესაძლებლობები არ უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმებში ვაშინგტონის ჩართულობა ან დახმარება არ ყოფილა.

ცნობისთვის, 13 ივნისის ღამეს ისრაელის არმიამ ირანში ბირთვულ ობიექტებს შეუტია. დარტყმულ სამიზნეებს შორის იყო სამეთაურო დონის სამიზნეები, მეთაურები, სამხედრო ობიექტები, შტაბ-ბინები და ბირთვული ობიექტები.

ლიკვიდირებულია ბირთვულ იარაღზე მომუშავე 6 მთავარი მეცნიერი და ირანის უმაღლესი თანამდებობის სამხედრო პირები, მათ შორის, აიათოლას მრჩეველი. 

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, დაადასტურა ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო და ბირთვული მეცნიერის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობები და ისრაელი „მწარე და მტკივნეული“ შედეგების შესახებ გააფრთხილა.

მსგავსი სიახლეები