CNN: ირანის სარაკეტო იერიში ისრაელზე - დაიღუპა სულ მცირე 3 და დაშავდა 50 ადამიანი

14.06.25 10:12
CNN: ირანის სარაკეტო იერიში ისრაელზე  - დაიღუპა  სულ მცირე 3 და დაშავდა 50 ადამიანი

ირანის სარაკეტო იერიში ისრაელზე  - დაიღუპა  სულ მცირე 3 და დაშავდა 50 ადამიანი - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღამით ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები რამდენიმე ეტაპად გაუშვა, თუმცა ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო.

ირანის მიერ გაშვებული რაკეტებიდან ერთ-ერთი ცენტრალურ ისრაელში მდებარე ქალაქ რიშონ ლეციონში საცხოვრებელ სახლებს დაეცა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.

ამასთან, „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 13 ივნისის საღამოს თელ-ავივში 34 ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით, პოლიციაში განაცხადეს, რომ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, 13 ივნისს ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. 13 ივნისის საღამოსა და 14 ივნისის ღამეს ირანმა ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო იერიშები განახორციელა და 150-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. აფეთქებების ხმა თელ-ავივსა და იერუსალიმში ისმოდა.

მსგავსი სიახლეები