სარაკეტო დარტყმებით მიყენებული ზიანი ისრაელში (ფოტორეპორტაჟი)
სარაკეტო დარტყმებით მიყენებული ზიანი ისრაელში - CNN დაბომბილი ქალაქებიდან ფოტოებს აქვეყნებს.
შაბათს ირანმა ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო სარაკეტო დარტყმები განახორციელა.
ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, დარტყმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა.
თავდასხმების შედეგად ქვეყნის რამდენიმე მაღალი რანგის ლიდერი და სულ მცირე 78 სხვა პირი დაიღუპა. კიდევ 320 ადამიანი დაიჭრა, რომელთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო ირანის ხელისუფლების ცნობით.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა პარასკევს გვიან განაცხადა, რომ ირანმა „წითელი ხაზები გადაკვეთა“ მშვიდობიანი მოსახლეობის ცენტრების დაბომბვით.
შეგახსენებთ, 13 ივნისს ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. 13 ივნისის საღამოსა და 14 ივნისის ღამეს ირანმა ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო იერიშები განახორციელა და 150-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. აფეთქებების ხმა თელ-ავივსა და იერუსალიმში ისმოდა.