მძიმე ღამე ისრაელში, 3 მსხვერპლი და დანგრეული შენობები - "პირველების" რეპორტიორი უახლესი ამბებით თელავივიდან

14.06.25 11:10
მძიმე ღამე ისრაელში, 3 მსხვერპლი და დანგრეული შენობები - "პირველების" რეპორტიორი უახლესი ამბებით თელავივიდან

გუშინ ისრაელში ორი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე ღამე იყო. ამის შესახებ "პირველების" კორესპოდენტი თელავივიდან იუწყება. როგორც გიორგი ხუხია ამბობს, ბოლო ბალისტიკური რაკეტა ისრაელში დილის 05:00 საათზე ჩამოვარდა, კერძო სახლს დაეცა და ორი ადამიანი იმსხვერპლა. 

ამ წუთებში თელავივში სიმშვიდეა. თუმცა როგორც "პირველების" კორესპოდენტი ამბობს, მთელი ღამის განმავლობაში ხალხს თავშესაფრებში გადასვლა ყოველ 2 საათში უწევდათ.

სამხედრო ხელმძღვანელობის ლიკვიდირებით გაბრაზებულმა ირანმა ისრაელისკენ ღამით 200-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მათი უმეტესი ნაწილი ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ცაშივე გაანეიტრალა. 

მედია წერს, რომ 5 ტალღად განხორციელებული იერიში ისრაელზე სრულად და მიზანმიმართულად გათვლილი იყო მხოლოდ ტერორსა და დაშინებაზე, რასაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურაში უნდა გამოეწვია ნგრევა

ისრალეში დაიღუპა სამი და დაშავდა 50 ადამიანი. ნგრევა იყო თელავივში. მოქალაქეებმა მთელი ღამე თავშესაფარში გაატარე.  

კიდევ უფრო მძიმეა ვითარებაა ირანში.  რვა თვეში დაგეგმილი სპეცოპერაცის შედეგად ისრაელმა ერთ დღეში შეძლო და მწყობრიდან გამოიყვანა ირანის ბირთვული პროგრამის ხერხემალი, მათ შორის ისპაჰანსა და ფორდოში.  ირანს არ აქვს აღარც საჰაერო ფარი. საპასუხო დარტყმების გამო, ისრაელი ირანს წითელი ხაზების გადაკვეთაში ადანაშაულებს და მძიმე ფასის გადახდას უანონსებს. 

 

მსგავსი სიახლეები