შეიარაღებული კონფლიქტი ირანსა და ისრაელს შორის - ოფიციალური თეირანი აშშ-ს, ბრიტანეთს და საფრანგეთს აფრთხილებს
ოფიციალური თეირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს, ბრიტანეთს და საფრანგეთს აფრთხილებს - ირანის სახელმწიფო მედია წერს, რომ იმ შემთხვევაში თუ მოცემული სამი სახელმწიფო ისრაელს ირანის შეტევების მოგერიებაში დაეხმარება, მაშინ ირანი მათ ბაზებს და გემებს მიზანში ამოიღებს.
გუშინ ისრაელში ორი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე ღამე იყო. ბოლო ბალისტიკური რაკეტა ისრაელში დილის 05:00 საათზე ჩამოვარდა, კერძო სახლს დაეცა და ორი ადამიანი იმსხვერპლა.
ამ წუთებში თელ-ავივში სიმშვიდეა. თუმცა მთელი ღამის განმავლობაში ხალხს თავშესაფრებში გადასვლა ყოველ 2 საათში უწევდათ.
სამხედრო ხელმძღვანელობის ლიკვიდირებით გაბრაზებულმა ირანმა ისრაელისკენ ღამით 200-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მათი უმეტესი ნაწილი ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ცაშივე გაანეიტრალა. სარკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა 50 ადამიანი.
შეგახსენებთ, 13 ივნისს ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. 13 ივნისის საღამოსა და 14 ივნისის ღამეს ირანმა ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო იერიშები განახორციელა და 200-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. აფეთქებების ხმა თელ-ავივსა და იერუსალიმში ისმოდა.