„თუ ხამენეი განაგრძობს რაკეტების სროლას ისრაელის ქალაქებზე, თეირანი დაიწვება“ - ისრაელის თავდაცვის მინისტრი
თუ ხამენეი გააგრძელებს ისრაელის დაბომბვას, თეირანი ცეცხლში დაიწვება - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა 14 ივნისს, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ ეიალ ზამირთან და სხვა მაღალი თანამდებობის სამხედრო პირებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე. ინფორმაციას „The Times of Israel“ ავრცელებს.
„ირანის დიქტატორი საკუთარ ხალხს მძევლებად აქცევს და ქმნის რეალობას, სადაც მათ, განსაკუთრებით თეირანის მცხოვრებლებს, მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებული დანაშაულებრივი ზიანის გამო. თუ ხამენეი გააგრძელებს ისრაელის დაბომბვას, თეირანი ცეცხლში დაიწვება“, - განაცხადა ისრაელ კაცმა 14 ივნისს, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ ეიალ ზამირთან და სხვა მაღალი თანამდებობის სამხედრო პირებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე. ინფორმაციას „The Times of Israel“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, 13 ივნისს ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. 13 ივნისის საღამოსა და 14 ივნისის ღამეს ირანმა ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო იერიშები განახორციელა და 200-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. აფეთქებების ხმა თელ-ავივსა და იერუსალიმში ისმოდა.