„შეგვიძლია, მარტივად მივაღწიოთ შეთანხმებას“ – ტრამპი ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტზე

აშშ არ მონაწილეობს ისრაელისა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტში. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„აშშ-ს არ აქვს არანაირი კავშირი ირანზე დღეს განხორციელებულ თავდასხმასთან“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth Social.
თუ ირანი როგორღაც დაგვესხმება თავს, აშშ მას თავს დაატყდება მთელი თავისი სამხედრო ძალითა და ძლიერებით – იმ დონეზე, რაც ჯერ არასდროს უნახავს მსოფლიოს, – გააფრთხილა ტრამპმა.
„თუმცა ჩვენ მარტივად შეგვიძლია ირანსა და ისრაელს შორის შეთანხმების მიღწევა და ამ სისხლიანი კონფლიქტის დასრულება“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
13 ივნისს ისრაელის არმიამ დარტყმები განახორციელა ირანის ბირთვულ ობიექტებზე, რის შედეგადაც მათი მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა.
გარდა ამისა, ცახალის სპეციალური ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულნი იყვნენ ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და წამყვანი მეცნიერები, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამაში მონაწილეობდნენ.
პასუხად ირანმა დარტყმები მიაყენა ისრაელს. ბოლო მონაცემებით, ამ თავდასხმების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.