უკრაინის თავდაცვამ რუსულ კალინინგრადში სამხედრო-სამრეწველო ობიექტები ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

15.06.25 16:33
უკრაინის თავდაცვამ რუსულ კალინინგრადში სამხედრო-სამრეწველო ობიექტები ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

14 ივნისს დილის 4 საათზე, რუსეთის ქალაქ კალინინგრადში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის (ГУР) აგენტებმა სამრეწველო ელექტროსადგურზე დივერსია განახორციელეს. შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება მთლიანად შეწყდა, მათ შორის რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და რუსული არმიის მიმდებარე ობიექტებისთვის.

წყაროების ცნობით, უკრაინელმა აგენტებმა გაგრილების სითხე გამოუშვეს სადგურის ძალოვანი ტრანსფორმატორიდან და შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს.

აღნიშნული დივერსიის შედეგად რუსეთისთვის მიყენებული ზარალი დაახლოებით 5 მილიონ დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები