თათრეთში დრონების საწარმოზე თავდასხმა განხორციელდა
ქალაქ ელაბუგაში, რომელიც მდებარეობს რუსეთის თათრეთის რეგიონში, კამიკაძე დრონების („შაჰედების“) საწარმო თავდასხმის ობიექტი გახდა — ამის შესახებ იუწყებიან რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხები.
რუსული პაბლიკი Mash წერს: „ელაბუგის მაცხოვრებლები ყვებიან ცაში აფეთქებების შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, მუშაობს საჰაერო თავდაცვა. ადგილობრივების თქმით, დრონის ნამსხვრევები ქალაქის მახლობლად ჩამოვარდა. შედეგები ჯერ უცნობია“.
უკრაინული არხი Exilenova იტყობინება, რომ თავდასხმის სავარაუდო სამიზნე სწორედ „შაჰედების“ საწარმო იყო. გავრცელდა ვიდეოკადრებიც, რომელზეც ჰორიზონტზე შავი კვამლი ჩანს. „ელაბუგა, თათრეთი. დარტყმა შაჰედების საწარმოზე განხორციელდა. ინფორმაცია დამატებით გადამოწმებას საჭიროებს“, – წერს არხი.