ინდოეთში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელშიც მომლოცველები ისხდნენ - დაღუპულია 7-ვე მგზავრი

15.06.25 19:06
ინდოეთში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელშიც მომლოცველები ისხდნენ - დაღუპულია 7-ვე მგზავრი

ვერტმფრენი ინდუისტი მომლოცველებით ჩრდილოეთ ინდოეთში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტის 7-ვე მგზავრი დაიღუპა, მათ შორის 1 წლისა და 11 თვის ბავშვი, - იტყობინება ინდოეთის საინფორმაციო სააგენტო ANI.

ვერტმფრენი, რომელიც ეკუთვნოდა კომპანიას Aryan Aviation Pvt Ltd, მიფრინავდა ინდოეთის უტარაკხანდის შტატში მიფრინავდა. კატასტროფა კვირას დილით, ადგილობრივი დროით 05:30 საათზე მოხდა. ვერტმფრენი ჩამოვარდა მთაზე, ტყეში ჩავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ შენიშნა კვამლი და აცნობა გადაუდებელ სამსახურებს. შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა — სტიქიური უბედურებების სახელმწიფო რეაგირების ძალებმა, პოლიციამ და სატყეო დეპარტამენტმა ადგილზე დამწვარი ცხედრები იპოვეს და ისინი მთლიანად განადგურებული ვერტმფრენიდან გამოიხატანეს. 

უტარაკხანდის შტატის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა რაჰულ ჩაუბეიმ განაცხადა, რომ კატასტროფის სავარაუდო მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ცუდი ამინდი, რაც მთიან რეგიონში ხშირად საფრთხეს უქმნის ავიაფრენებს.

ვერტმფრენის პილოტი, რაჯბირ სინგ ჩაუანი, ყოფილი სამხედრო მფრინავი იყო და მას 15-წლიანი გამოცდილება ჰქონდა მთიან ადგილებში ფრენის მიმართულებით.

 

მსგავსი სიახლეები