ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად, ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა
ირანის მიერ დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.
ინფორმაციას CNN-ი ისრაელის საგანგებო სიტუაციების ეროვნული სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოთხი ადამიანი ქალაქ პეტახ ტიკვაში დაიღუპა, ერთი კი - ბნეი ბრაკში.
ინფორმაციისთვის, სარაკეტო დარტყმები ისრაელის ცენტრალურ და სანაპირო ტერიტორიებზე განხორციელდა, განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი კოორპუსები და სხვა შენობები, ავტომობილები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ისრაელში პარასკევის შემდეგ ირანის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 18-მდე გაიზარდა.