„სიკვდილი ხამენეის, სიკვდილი დიქტატორს!“ - საპროტესტო ლოზუნგები თეირანში

16.06.25 12:35
„სიკვდილი ხამენეის, სიკვდილი დიქტატორს!“ - საპროტესტო ლოზუნგები თეირანში

„სიკვდილი ხამენეის, სიკვდილი დიქტატორს!“ — ასეთი ლოზუნგები ისმოდა გუშინ საღამოს მთელ თეირანში.

მედიის ცნობით, ირანის სამხედრო და პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ  ისრაელის თავდასხმების ფონზე, ირანის დედაქალაქში სპონტანური საპროტესტო აქციები დაიწყო. ვითარების გამწვავებამ ახალი ბიძგი მისცა ოპოზიციურ განწყობებს, რომლებიც არ შეწყეტილა მას შემდეგ, რაც მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ მასობრივი გამოსვლები დაიწყო.

ამავდროულად, ოპოზიციური გამოცემა Iran International-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმების დაწყების შემდეგ ირანის უმაღლესი ლიდერი ალი ხამენეი სასწრაფოდ ევაკუირეს ლავიზანის რაიონში მდებარე ბუნკერში. მასთან ერთად იქ გადაიყვანეს მისი ოჯახის წევრებიც. ეს უკვე მესამე შემთხვევაა ბოლო წლის განმავლობაში — მან იმავე ადგილზე მიაკედლა თავი ისრაელის ავიადარტყმების დროს 2024 წლის აპრილსა და ოქტომბერში.

შეგახსენებთ, მაჰსა ამინი — 22 წლის ირანელი ქალია, რომელიც 2022 წლის სექტემბერში გარდაიცვალა „ზნეობის პოლიციის“ მიერ დაკავების შემდეგ, თითქოსდა „ჰიჯაბის არასწორი ტარების“ გამო. მისი სიკვდილი მთელ ქვეყანაში მასშტაბური პროტესტების მიზეზი გახდა.