ისრაელის თავდასხმების შემდეგ თეირანში საგზაო საცობები წარმოიშვა - ირანის დედაქალაქიდან ხალხი გარბის

16.06.25 14:01
ისრაელის თავდასხმების შემდეგ თეირანში საგზაო საცობები წარმოიშვა - ირანის დედაქალაქიდან ხალხი გარბის

ირანის დედაქალაქში პანიკაა. ისრაელის თავდასხმების გამო თეირანიდან გამოქცეული ადამიანები კილომეტრიან საგზაო საცობებს ქმნიან. თავდასხმების გაგრძელების ფონზე დედაქალაქში მოძრაობა პარალიზებულია.

ისრაელის მხრიდან ირანზე თავდასხმებით დაწყებული კონფლიქტები სულ უფრო ინტენსიური ხდება; ისრაელი განსაკუთრებული სამიზნედ დედაქალაქ თეირანს ირჩევს.

მთავარი ამ დროისათვის: 

  • ისრაელში სამი დღის განმავლობაში 24 ადამიანი დაიღუპა, 592 დაშავდა;
  • ღამის თავდასხმის შემდეგ ისრაელის საავადმყოფოებში 287 დაშავებული შეიყვანეს;
  • ჰაიფაში ელექტროსადგურს ცეცხლი გაუჩნდა;
  • ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ ოპერაციები ისრაელის წინააღმდეგ გაგრძელდება მის სრულ განადგურებამდე;
  • ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში „ქუდსის“ ძალების სარდლობის ცენტრებზე მიიტანა დარტყმები და გაანადგურა სარაკეტო დანადგარი და მასთან ერთად მოქმედი სამხედროები თეირანის მახლობლად;
  • ირანში მოუსადის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯეს;
  • ირანის ლურესტანის პროვინციაში ორ სატვირთო მანქანაში უპილოტო აპარატები და ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს და გადააგდეს;
  • ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ისრაელის თავდასხმის მოგერიებისას ათი ირანელი სამხედრო დაიღუპა;
  • ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ისრაელის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებას და ისრაელის თავდასხმების გაგრძელების ფონზე მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს;
  •