ისრაელმა ირანის სახელმწიფო ტელევიზია დაბომბა - შენობა ცეცხლის ალშია გახვეული

16.06.25 20:10
ისრაელმა ირანის სახელმწიფო ტელევიზია დაბომბა - შენობა ცეცხლის ალშია გახვეული

The Times of Israel იტყობინება, რომ ისრაელმა ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობაზე იერიში მიიტანა - თავდასხმა IDF-მა ტელევიზიის შენობაზე იმ დროს განახორციელა, როდესაც პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი პროპაგანდისტული გადაცემა გადიოდა. 

The Times of Israel წერს, რომ სარაკეტო იერიშის დაწყებამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანის მესამე რაიონის ევაკუაციის ბრძანება გასცა, სადაც ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შტაბ-ბინა მდებარეობს. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ტელევიზიის შენობაზე იერიში წინასწარ დაანონსა:

ირანელთა პროპაგანდის, სიცრუისა და სიძულვილის გამავრცელებელი არხი მალე გაქრება. ახლომდებარე ტერიტორიის მოსახლეობა უნდა ევაკუირდეს სასწრაფოდ". - განაცხადა ისრაელ კააცმა.

მსგავსი სიახლეები