ნეთანიაჰუ არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა სამომავლოდ IDF-მა აიათოლა ალი ხამენეის სამყოფელს დაარტყას

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა IDF-მა სამომავლოდ იერიში ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამეინის სამყოფელს მიაყენოს.
მისი თქმით, აიათოლას ლიკვიდირება კონფლიქტს არა გაამწვავებს, არამედ დაასრულებს.
ეს კონფლიქტის ესკალაციას არ გამოიწვევს, პირიქით, ეს კონფლიქტს დაასრულებს. ეს რეჟიმი ნახევარი საუკუნეა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს, ტერორიზმსა და დივერსიას ავრცელებს. ირანს „მარადიული ომი“ სურს და ისინი ბირთვული ომის ზღვარზე გვაყენებენ. სინამდვილეში, ისრაელი ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებს და ჩვენ ამის გაკეთება მხოლოდ ბოროტების ძალებთან დაპირისპირებით შეგვიძლია. დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენ მიზანში მათი ბირთვული მეცნიერები ამოვიღეთ. ფაქტობრივად, ეს ჰიტლერის ბირთვული მეცნიერების გუნდია“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.