ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების ახალი ტალღა გაუშვა - როგორც The Times of Israel-ი იტყობინება, ირანიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების გამო, ისრაელის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში, ასევე სამხრეთის ზოგიერთ რაიონში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის.
თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდაცვა რაკეტების მოსაგერიებლად მუშაობს.
„კიდევ ერთი დღე, კიდევ ერთი დაბომბვა ირანის მხრიდან. გავაგრძელებთ ჩვენი ხალხის დაცვას“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.