ტრამპი: ყველამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს თეირანიდან ევაკუაცია!

17.06.25 10:28
ტრამპი: ყველამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს თეირანიდან ევაკუაცია!

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანიდან ყველას ევაკუაციისკენ მოწოდებით გამოდის. ამისშესახებ მან 16 ივნისს მან სოციალურ ქსელში დაწერა და თქვა, რომ აუცილებელია შეთანხმების მიღწევა. 

ვიტყვი, რომ ირანი ამ ომს ვერ მოიგებს - ამბობს დონალდ ტრამპი.

"ირანს "შეთანხმებისთვის" ხელი უნდა მოეწერა, მე ვუთხარი, რომ უნდა გაეფორმებინათ. როგორი სამწუხაროა და ადამიანთა სიცოცხლის როგორი გაფლანგვაა. მარტივად რომ ჩამოვაყალიბოთ - ირანს ბირთვული იარაღი ვერ ექნება! ამას ბევრჯერ ვიმეორებდი! თეირანიდან ევაკუაცია ყველამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს!. მათ უნდა მიაღწიონ შეთანხმებას. ეს მტკივნეულია ორივე მხარისთვის, მაგრამ ვიტყვი, რომ ირანი ამ ომს ვერ მოიგებს. მათ უნდა ისაუბრონ და უნდა ისაუბრონ დაუყოვნებლივ, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა. 

მსგავსი სიახლეები