რუსეთის მასირებული შეტევა უკრაინაზე - დაღუპულია სულ მცირე 14 ადამიანი

17.06.25 10:48
რუსეთის მასირებული შეტევა უკრაინაზე - დაღუპულია სულ მცირე 14 ადამიანი

რუსეთის მასირებული შეტევა უკრაინაზე - დაღუპულია სულ მცირე 14 ადამიანი. ამის შესახებ კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის კიევში დაშავებულია 44 ადამიანი. რუსებმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში 27 ლოკაცია დაბომბეს.

უკრაინული მედიის ცნობით, დანგრეული შენობების გაწმენდის და სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება, დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.

 უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას თქმით, ღამით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური და სასტიკი დარტყმა განახორციელა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „ამას „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს მიზანმიმართულად აკეთებს“.

„პუტინის მიზანი ძალიან მარტივია, მას „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სუსტად წარმოჩენა სურს. მხოლოდ გადამწყვეტი ნაბიჯები და მოსკოვზე რეალური ზეწოლა დაამტკიცებს იმას, რომ ის ცდება“, - აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მსგავსი სიახლეები