ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად ირანის ციხეებიდან პატიმრები გაიქცნენ

17.06.25 11:40
ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად ირანის ციხეებიდან პატიმრები გაიქცნენ

თეირანის დასავლეთით მდებარე ციხიდან პატიმრები გაიქცნენ. ამის შესახებ Mash Telegram-ის არხი ირანის ოპოზიციურ არხებზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემის ცნობით, ინტერნეტში დიზელაბადის ცენტრალური ციხის მახლობლად გადაღებული ვიდეო გამოჩნდა. კადრებში გზატკეცილზე სწრაფდ მიმავალი ადამიანები ჩანან. ზოგიერთი მედიის ცნობით, შენობას რაკეტა მოხვდა, რამაც პატიმრების არეულობა გამოიწვია და, სავარაუდოდ, ციხის თანამშრომლებმა მათი შეჩერება ვერ შეძლეს.

მანამდე ირანმა და ისრაელმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ირანის მხრიდან სარაკეტო დარტყმების შედეგად, ისრაელში დაახლოებით 200 ადამიანი დაშავდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეირანმა ჰაიფას დასარტყმელად ჰიპერბგერითი რაკეტა გამოიყენა.

მსგავსი სიახლეები