ლიკვიდირებულია ირანის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალი შადმანი
ლიკვიდირებულია ირანის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალი შადმანი - ამის შესახებ გამოცემა „Clash Report“ ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშნულია, რომ შადმანი თეირანის სიღრმეში საჰაერო დარტყმის დროს დაიღუპა. ის ირანის უმაღლესი სამხედრო ოფიცერი და უმაღლესი სამხედრო მეთაური იყო. გარდა ამისა, შადმანი ირანის უზენაეს ლიდერ ალი ხამენეისთან დაახლოებული ერთ-ერთი გენერალია.
შადმანი ირანის სამხედრო საგანგებო სიტუაციების შტაბს ხელმძღვანელობდა. ხელმძღვანელობდა როგორც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC) და ქვეყნის არმიას. იგი დაინიშნა მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი, ალამ ალი რაშიდი, პირველი დარტყმების დროს დაიღუპა.