"წმინდა წყლის ტერორიზმია" - ზელენსკი რუსეთის მასშტაბურ თავდასხმებზე

17.06.25 12:11
"წმინდა წყლის ტერორიზმია" - ზელენსკი რუსეთის მასშტაბურ თავდასხმებზე

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 440-ზე მეტი დრონი და 32 რაკეტა გაუშვა - ეს კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა იყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. 

„კიევზე ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავდასხმა განხორციელდა. ასევე, ღამის განმავლობაში თავს დაესხნენ ოდესის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, კიროვოგრადის, ნიკოლაევისა და კიევის რეგიონებს“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი კლიმენკო და სამხედრო მეთაურები რეგულარულად აწვდიან ანგარიშებს მასობრივი რუსული დარტყმის შემდეგ შექმნილი ვითარების შესახებ.

ამჟამად ისინი ცდილობენ კიევში ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობის ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანას. გაურკვეველია, რამდენი ადამიანია. რუსებმა მთელი შესასვლელი გაანადგურეს.  კიევის რვა რაიონში სახლები დაზიანდა. 
ოდესაზე დარტყმის შემდეგ სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. ყველა დაზარალებულს საჭირო დახმარება უტარდება, ცნობილია, რომ 75 ადამიანი დაშავებულია. ამ დროისთვის 15 ადამიანი გარდაიცვალა,- თქვა მან.

ზელენსკიმ რუსეთის ეს თავდასხმები „ტერორიზმად" შეაფასა. მისი თქმით, მთელმა მსოფლიომ, აშშ-მ და ევროპამ საბოლოოდ უნდა მოახდინონ რეაგირება ისე, როგორც რეაგირებენ ტერორისტებზე. 

პუტინი ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ ომის გაგრძელება შეუძლია. მას მეტი ომი სურს. ცუდია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამაზე თვალს ხუჭავენ. ჩვენ ყველა შესაძლო დონეზე კონტაქტზე ვართ ყველა პარტნიორთან, რათა შესაბამისი რეაგირება მოხდეს. ტკივილი ტერორისტებმა უნდა იგრძნონ და არა ნორმალურმა, მშვიდობიანმა ადამიანებმა, - თქვა მან. 

17 ივნისის ღამეს, რუსულმა ჯარებმა კიევზე მასობრივი შეტევა დაიწყეს რაკეტებითა და დრონებით. სოლომენსკის რაიონში ცხრასართულიანი საცხოვრებელი შენობის ერთ-ერთი შესასვლელი ჩამოინგრა - უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, იგორ კლიმენკოს თქმით, ის ბალისტიკური რაკეტით დაეცა. წინასწარი მონაცემებით, ქალაქში დაბომბვის შედეგად სულ 14 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები