გაიხსენოს, რა ბედი ეწია სადამ ჰუსეინს - ისრაელის თავდაცვის მინისტრი აიათოლა ალი ხამენეს აფრთხილებს
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი ირანელ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეს აფრთხილებს.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები თეირანში სამიზნე ობიექტებზე დარტყმებს გააგრძელებს.
„ვაფრთხილებ ირანელ დიქტატორს (აიათოლა ალი ხამენეი), რომ ომის დანაშაულების ჩადენა და ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რაკეტების გაშვება არ გააგრძელოს. კარგი იქნება, თუ გაიხსენებს ირანის მეზობელი ქვეყნის დიქტატორის (სადამ ჰუსეინი) ბედს, რომელმაც ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ იგივე გზა აირჩია...
მოვუწოდებ თეირანის მოსახლეობას, რომ საკუთარი უსაფრთხოების მიზნით ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის მითითებების შესაბამისად ტერიტორიები დატოვონ“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.