ზელენსკი “დიდი შვიდეულის” სამიტზე ჩავიდა

17.06.25 19:51
ზელენსკი “დიდი შვიდეულის” სამიტზე ჩავიდა

უკრაინული მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი “დიდი შვიდეულის” სამიტზე ჩავიდა. 

მათივე ინფორმაციით, ზელენსკი “დიდი შვიდეულის” ლიდერების სპეციალურ სხდომას- “ძლიერი და სუვერენული უკრაინა”  დაესწრება და მონაწილეობასაც მიიღებს.

ამმასთან, უკრაინის პრეზიდენტს შეხვედრები აქვს დაგეგმილი საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, კირ სტარმერთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, ანტონიო კოშტასთან, ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ბრაზილიის პრეზიდენტ, ლუის ინასიო ლუის დე სილვასთან, ნატოს გენერალური მდივან, მარკ რუტესთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ, ჯორჯა მელონისთან და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ, ნარენდრა მოდისთან.

მსგავსი სიახლეები