ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანა - "მიზანი ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამის შეჩერება იყო"

ისრაელმა ირანის რაკეტების წარმოებისა და მფრინავების მომზადების ობიექტებზე 50-ზე მეტი ბომბდამშენით იერიში მიიტანა - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ.
ირკვევა, რომ სამიზნეებს შორის იყო როგორც მიწა-ზედაპირი, ასევე მიწა-ჰაერი ტიპის რაკეტების წარმოებისთვის გამოყენებული ობიექტები.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, იერიშის მიზანი, ირანის ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამის შეჩერება იყო.
"საჰაერო ძალების 50-ზე მეტმა გამანადგურებელმა, დაზვერვის დეპარტამენტის ზუსტი დაზვერვის ხელმძღვანელობით, ბოლო საათებში თეირანის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე დარტყმების სერია განახორციელა. ირანის რეჟიმი ურანს ამდიდრებს, რომელიც ბირთვული იარაღის შესაქმნელად არის განკუთვნილი", - ნათქვამია განცხადებაში.